2020 წლის მარტიდან ქართული სიმღერის მოყვარულთა მუდმივი ჯგუფი რეგულარულად ხვდება თამარ ბუაძეს ონლაინ რეჟიმში და მისგან სწავლობენ სიმღერებს, ასევე გუნდი მუდმივად ურთიერთობაშია იდეების გასაზიარებლად.
30 მდე მომღერალია გუნდში ბერლინი, ბრანდერბურგი, პოდტსდამი, ლაიფციგი, მიუნსტერი, ჰამბურგი, ლუნებურგი, ბრემენი, ლუბეკი, ფრაიბურგი, მიუნხენიდან, ავსტრია- ვენიდან და აშშ-სიეტლიდან.
ყველა მათგანს აერთიანებს საქართველოს და ქართული მუსიკის სიყვარული, ვორქშოპებიდან მრავალწლიანი გამოცდილება და დიდი მეგობრობა თამარ ბუაძესთან. თითქმის ყველა მათგანი მღერის ქართულ სიმღერას მათი ქალაქის სხვადასხვა გუნდებში ან თვითონ უძღვებიან პატარა ანსამბლებს და იცნობს ერთმანეთს. ჩვენ ვართ არა მხოლოდ ონლაინ გუნდი, არამედ მეგობრების წრე, ქსელი და სოციალური სტრუქტურა.
2020 წლის მარტში დაწყებული ონლაინ მეცადინეობები პანდემიის პერიოდში გაურკვევლობის და იზოლაციის დაძლევის საკითხს ემსახურებოდა. დღეს კი გუნდმა ვირტუალურად ნასწავლი სიმღერებით რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლა და ულვე სცენაზე გააჟღერა სიმღერები. გარდა ვირტუალური შეხვედრებისა, რომლებიც გრძელდება, Mravalo Network Choir სულ უფრო და უფრო ცხოვრობს რეალური შეხვედრებიდან და ერთად ნამდვილი სიმღერით.
2023 წლის ნოემბერში პირველი ერთობლივი კონცერტი შედგა ბერლინში Singfrauen Berlin-თან ერთად რომელსაც ფრანცისკა ველთი ხელმძღვანელობს. 2024 წლის მაისში კი მონაწილეობა მიიღო ჰარმონიის ფესტივალში ახალგაზრდულ გუნდ “თუთარჩელასთან” ერთად სადაც ჟიურის და მაყურებლების დიდი სიყვარული და მოწონება დაიმსახურა. ამჟამად მრავალო მიწვეულია და ემზადება 2024 წლის სექტემბერში საქართველოში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალ “საქართველოს”–ში მონაწილეობისათვის.







